ნიდერლანდები-უკრაინა

ნიდერლანდებმა უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად €200 მილიონზე მეტი გამოუყო

Reuters

ნიდერლანდები უკრაინის დასახმარებლად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ახალ, 209.5 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტს გამოყოფენ.

ამასთან დაკავშირებით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, კასპარ ველდკამპმა თავის X-ზე დაწერა. მისი თქმით, თანხა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანენ და ასევე დააფინანსებენ საჭირო ტექნიკის მიწოდებასაც.

ველდკამპის თქმით, უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე რთული ზამთრისთვის ემზადებიან და იმისთვის, რომ უკრაინამ გაუძლოს სიცივეს, მას საკმარისი ენერგია სჭირდება.

"დღევანდელ შეხვედრაზე  G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და პარტნიორებთან, მათ შორის (საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები ამის უზრუნველსაყოფად". -  თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრმა.

კომენტარები