ნიდერლანდები-უკრაინა

ნიდერლანდები უკრაინას 19 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ნიდერლანდები უკრაინას 18 ერთეულ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია 22 დეკემბერს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ გაავრცელა

"დღეს პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ მომზადდეს პირველ ეტაპზე 18 ერთეული F-16-ის ტიპის საბრძოლო ხომალდი უკრაინისთვის გადასაცემად" - დაწერა მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter).

მარკ რუტეს თქმით, ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 

როგორც ცნობილია, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისთვის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს საექსპორტო ნებართვაა საჭირო და რუტეს ცნობით, მსგავსი ბიუროკრატიული საკითხებისთვის გეგმა უკვე გაწერილია. 

კომენტარები