რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ფრანგული მირაჟები უკვე უკრაინაშია

Mirage 2000  
Rob Schleiffert

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ საკუთარ X-ზე წერს, რომ ფრანგული ავიაგამანდგურებელი Mirage 2000-ების ნაწილი უკვე უკრაინაშია.

"2024 წლის 6 ივნისს ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ფრანგული Mirage 2000-ების უკრაინისთვის გადაცემა გამოაცხადა. მათი პირველი ნაწილი უკრაინაში დღეს ჩავიდა, უკრაინელ პილოტებთან ერთად, რომლებიც საფრანგეთში რამდენიმე თვე იწვრთნებოდნენ, ახლა ისინი უკრაინის ცის დაცვაში მიიღებენ მონაწილეობას." - წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი. 

ლეკორნუს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ.

აქამდე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ უკრაინისთვის ფრანგული ავიაგამანადგურებლების გადაცემა 2025 წლის პირველ მეოთხედში იგეგმებოდა.

ფრანგულ მედიაში არაოფიციალურად წერდნენ, რომ პირველ პაკეტში Mirage 2000-5-ის ტიპის სამი თვითმფრინავი შევიდოდა.

 

კომენტარები