ივანიშვილის პარლამენტში ირაკლი (დაჩი) ბერაიას ადგილმონაცვლე "ქართული ხმების" სოლისტი გრიგოლ აბესაძე იქნება.
13 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა იუსტიციის სამინისტროში, ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა, რის გამოც ხალხის ძალის დეპუტატი ბერაია პარლამენტში საქმიანობას აღარ აგრძელებს.