6 თებერვლის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთში, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქში მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანა.
რუსეთის ავიაცია აეროდრომს ძირითადად დრონებისთვის იყენებს. ოკუპანტები თითქმის ყოველდღიურად, პრიმორსკო-ახტარსკიდან უკრაინის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენ აპარატს უშვებენ.
"პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომთან ახლოს მიტანილია იერიში შაჰედის ტიპის დრონების საწყობზე". – წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო.
კოვალენკო ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს საწყობში გაჩენილი ხანძარი: