რუსეთის სარაკეტო იერიშს ქალაქ იზიუმში ხუთი პირი ესმხვერპლა, ხოლო დაშავდა 40-მდე ადამიანი, მათ შორის, 15 წლის გოგოც. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიეუბოვის მიხედვით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ასეთი სისასტიკის ატანა არ შეიძლება. ჩვენ წნეხი უნდა მოვახდინოთ რუსეთზე ყველა შესაძლო გზით - სამხედრო ძალით, სანქციებით და დიპლომატიური ძალისხმევით, რათა შევაჩეროთ ეს ტერორი და დავიცვათ სიცოცხლეები" – წერს ზელენსკი Telegram-ზე.





