ავსტრალიამ სახელმწიფო მოწყობილობებზე ჩინური Deepseek-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკრძალა.
შინაგან საქმეთა მდივნის, ტონი ბურკეს ბრძანების მიხედვით, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს ეკრძალებათ სახელმწიფო მოწყობილობებზე DeepSeek-ის სერვისების დაყენება და მათი მოხმარება.
ბურკეს თქმით, DeepSeek-ის აკრძალვის მიზეზი "ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა" წარმოადგენს.
31 იანვარს, DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმაც დაბლოკა.
გადაწყვეტილების შედეგად იტალიაში, ორივე Apple-სა და Google-ის ციფრულ მაღაზიებში DeepSeek-ის აპლიკაცია გაქრა. მანამდე, იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა Garante-მ კომპანიას მოთხოვა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
კონკრეტულად, ორგანიზაციას აინტერესებ და როგორ და რა წყაროებით ხდება ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება, რა მიზანს ემსახურება ეს და ინახება თუ არა შეგროვებული ინფორმაცია ჩინეთში.
Garante-ს მიხედვით, DeepSeek-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, რის გამოც აპლიკაციის მუშაობა იტალიაში დაუყონებლივ შეწყდა და დაიწყო გამოძიება.





