ინგლისელ მწერალ ნილ გეიმანსა და მის მეუღლეს, ამანდა პალმერს ყოფილი ძიძა, სკარლეტ პავლოვიჩი სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივის.
2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა New York Magazine-ის ჟურნალისტის, ლაილა შაპიროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი 8 ქალს გაესაუბრა, რომლებმაც აქამდე მათ გამოცდილებებზე ერთ-ერთ პოდკასტში ანონიმურად ისაუბრეს.
ცნობისთვის, მწერალს აქამდე ორი ქალი სდებდა ბრალს სექსუალურ ძალადობაში.
მათგან ერთ-ერთი, ყოფილი ძიძა, 23 წლის სკარლეტ პავლოვიჩმა აქამდე განაცხადა, რომ 2022 წელს გეიმანი აბაზანაში თავს დაესხა და სექსუალურად იძალადა.
სკარლეტ პავლოვიჩმა სარჩელი ვისკონსინის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეიტანა.
არსებული ინფორმაციით, ნილ გეიმანის მეუღლემ, ამანდა პალმერმა სკარლეტ პავლოვიჩი ძიძად 2022 წლის თებერვალში აიყვანა - როგორც სკარლეტ პავლოვიჩი აღნიშნავს მაშინ, როცა გეიმანმა მისი თქმით, მასზე სექსუალურად იძალადა წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა.
სკარლეტ პავლოვიჩი ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ამანდა პალმერთან საუბარი ჰქონდა, გეიმანის მეუღლემ უპასუხა, რომ წარსულში ათზე მეტ ქალს უთქვამს, რომ მათზე გეიმანმა სექსუალურად იძალადა.
პავლოვიჩის მტკიცებით, გაიმანმა და პალმერმა ადამიანით ვაჭრობის შესახებ ფედერალური კანონები დაარღვიეს და კომპენსაციის სახით, სულ მცირე, $7 მილიონს ითხოვს.