ინგლისელი მწერალი, ნილ გეიმანი მის მხრიდან 8 ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს უარყოფს.
ცნობისთვის, 2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა New York Magazine-ის ჟურნალისტის, ლაილა შაპიროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი 8 ქალს გაესაუბრა, რომლებმაც აქამდე მათ გამოცდილებებზე ერთ-ერთ პოდკასტში ანონიმურად ისაუბრეს.
მწერალის თქმით, ის "სექსუალური აქტივობით არასდროს, არავისთან არ დაკავებულა თანხმობის გარეშე".
"ამ დრომდე ჩუმად ვიყავი, როგორც პატივისცემის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ისტორიებს გვიზიარებდნენ, ასევე სურვილის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება არ მიმექცია ცრუ ინფორმაციისთვის.
ყოველთვის ვცდილობდი პრივატული ადამიანი ვყოფილიყავი და სულ უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ სოციალური მედია არასწორი ადგილი იყო მნიშვნელოვან, პირად საკითხებზე სასაუბროდ, თუმცა ახლა მივედი იმ წერტილამდე, როცა ვთვლი, რომ რაღაც უნდა ვთქვა.
როცა ვეცნობოდი ბოლო დროს გავრცელებულ მოხსენებებს, არის მომენტები რასაც ნახევრად ვაღიარებ, თუმცა ასევე არის მომენტები, რომელსაც არ ვაღიარებ.
ძალიან შორს ვარ სრულყოფილი ადამიანობისგან, თუმცა სექსუალური აქტივობით არასდროს, არავისთან არ დავკავებულვარ თანხმობის გარეშე". - წერს გეიმანი.