ნილ გეიმანი

მწერალ ნილ გეიმანს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ნილ გეიმანი
Rolling Stone

ინგლისელ მწერალ ნილ გეიმანს ორი ახალზელანდიელი ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს

ინფორმაცია თავდაპირველად ახალზელანდიურ მედია Tortoise-ში გავრცელდა. მედიამ პოდკასტების სერია გამოუშვა, რომელშიც ორი ქალი ცნობილ მწერალს ადანაშაულებს.

23 წლის სკარლეტი ამბობს, რომ 2022 წელს გეიმანთან ძიძად მუშაობდა. ბრალმდებლის თქმით მწერალი აბაზანაში თავს დაესხა და სექსუალურად იძალადა.

მეორე ქალი, რომელსაც მწერალთან 2005 წელს, 20 წლის ასაკში ჰქონდა ურთიერთობა, ამბობს, რომ ხშირად "უხეში და მტკიცნეული" სექსი ჰქონდათ, რომელიც რიგ შემთხვევებში ქალს "არ უნდოდა და არ მოსწონდა".

ქალების ბრალდებას მოგვიანებით თავად მწერალიც გამოეხმაურა და უარყო. მწერლის თქმით სკარლეტთან ურთიერთობა ორმხირივი თანხმობით ჰქონდა და "კოცნასა და მოფერებას" არ გაცდენილა. 

ნილ გეიმანი ცნობილი ინგლისელი ფენტეზი მწერალია. მის კალამს ეკუთვნის ბესტსელერები American Gods, Good Omens, The Sandman, Coraline, Stardust.

კომენტარები