სამწუხაროა, რომ საქართველო ბოლო პერიოდში უსამართლო თავდასხმების სამიზნე ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც გახდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, საითკენაც სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა.
ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ერონული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ისახავს მიზნად.





