დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვინახულე აქციაზე დაკავებული 10 პირი. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ათივე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა, ნაწილზე არასათანადო ძალა გამოყენებული იყო მათ შორის საპოლიციო მანქანებში გადაყვანის დროს, ერთდროულად რამდენიმე პირი ჰყავდათ მანქანაში და მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და გინება მათ მიმართ,
ათივე მათგანზე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს ამ პირების გამოკითხვა. მე აუცილებლად მივადევნებ ამ პირების საქმეს თვალს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა, ის სამწუხარო რეალობა გვაქვს, როდესაც არცერთი პირის მიმართ, რომელთა ქცევაშიც იკვეთება ძალადობა, დღემდე არ მომხდარა არც ბრალის წარდგენა და არც დაკავება.





