საქართველოს პარლამენტი

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 4 თებერვალს შეუშვებენ

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 4 თებერვალს შეუშვებენ. უსაფრთხოების ყვითელი დონე ივანიშვილის პრეზიდენტის დაგეგმილი მოხსენების გამო ამოქმედდა. 

"მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. 

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. 

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია განცხადებაში,

ონლაინ მედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პირველად გასული წლის 15 აპრილს ამოქმედდა. ინტერნეტ გამოცემებს პარლამენტში არც ერთ მნიშვნელოვან განხილვაზე დასწრების საშუალება არ მისცემიათ,

კომენტარები