დროას წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლომ კიდევ ერთხელ, ამჯერად, აქციაზე ლაზერის გამოყენების გამო, 2 000 ლარით დააჯარიმა.
"წარმოდგენილი მტკიცებულებებით ოქმში არსებული ქმედებების ჩადენა დადასტურდა, რომ მარიამ სიჭინავა აქციაზე შესაბამისი მანათობელი საშუალებით იმყოფებოდა და პოლიციის საქმიანობას ხელს უშლიდა" - თქვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ განაჩენის გამოცხადების დროს.
სიჭინავა წერს, რომ ის მოსამართლემ დარბაზიდან სხდომის გახსნამდე გააძევა.
"საკუთარი პროცესიდან გამაძევა მოსამართლე აბშილავამ, სხდომის გახსნამდე. შეძახილისთვის: "უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს!" - წერს სიჭინავა Facebook-ზე.
მარიამ სიჭინავა ჯამში მეხუთედ დააჯარიმეს.





