ქართული ოცნება

კობახიძე: აბსოლუტურად ღია ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის

საპარლამენტო ასამბლეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად.

მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმებას მასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან განვაგრძობთ თანამშრომლობას.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე იმედის კვირაში.

29 იანვარს, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ოცნების დელეგაციამ ევროსაბჭოსგან უფლებამოსილება დათქმებით, აპრილამდე მიიღო.

კომენტარები