რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა – რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე

მარკო რუბიო
CNN.com

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ადმინისტრაციის მიზანია, ომი რაც შეიძლება მალე, მოლაპარაკების გზით დაასრულოს, რომლითაც ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა.

"პრეზიდენტის შეხედულებაა, რომ  [რუსეთ-უკრაინის] კონფლიქტი გაჭიანურებულია და ის უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით. ნებისმიერ მოლაპარაკებაში, ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა. არ ვაპირებ, ამაზე წინასწარ საუბარს, ეს მყარი დიპლომატიით უნდა გადაწყდეს, რასაც ჩვენ წარსულში ვაკეთებდით, მაგრამ მოლაპარაკების ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს მდგრადად" – ამბობს რუბიო.

ინაუგურაციიდან მალევე, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს, თუ ის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. 

კომენტარები