ბოჟაძე: შეიქმნება კომისია, პირდაპირ ეთერში შევახსენებთ ხალხს რა რეჟიმია ენმ

ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, არ მომხდარა ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი შეფასება. რა თქმა უნდა, ცალკეულმა ლიდერებმა უკვე მოიხადეს სასჯელი, სააკაშვილი ისევ ციხეშია, კეზერაშვილ-ადეიშვილები და სხვები გაქცეულები არიან ქვეყნიდან და თავს არიდებენ ქართულ მართლმსაჯულებას, მაგრამ პოლიტიკური შეფასების გარდა, სამართლებრივად ასეთი რამ არ მომხდარა. თუმცა, ჩვენ ვასრულებთ პირობას და საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება კომისია, რომელიც იმუშავებს 6 თვის მანძილზე და ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს რა რეჟიმი არის რეალურად ნაციონალური მოძრაობა, რამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

ივანიშვილის რეჟიმი 2003-12 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას ქმნის.

კომისიის დასკვნა, მოგვიანებით, "დამნაშავეების დასჯის მიზნით", პროკურატურას გადაეცემა. რეჟიმი აპირებს გამოკითხოს ყველა, ვინც 2003-13 წლებში თანამდებობაზე იყო.

კომენტარები