საქართველო-ევროკავშირი

EU-ს საელჩო: სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულებს, სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა

საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"დღეს ევროკავშირის ელჩი, თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებულების ოჯახებს და მეგობრებს შეხვდა.

ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს". - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები