რეჟიმის პატიმრები

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდებიან.

პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ რა კანონდარღვევებია დაკავებულების საქმეებში.

"ევროკავშირის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გვინდა ავუხსნათ, რატომ დაატყვევეს ეს ახალგაზრდები, რომ ისინი მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვისა და თავიანთი სახელმწიფოსთვის იბრძვიან. შემდეგ უფრო ღრმად ავუხსნით, რა დარღვევებს ვაწყდებით სასამართლოში და ისე გამოძიების მხრივ". - თქვა ნიკა კაციას ძმამ, ლაშა კაციამ TV პირველთან.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ევროკავშირის ელჩს მიაწვდიან უშუალოდ პატიმრების გზავნილებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაკავებულის სათქმელი გავუზიაროთ ევროკავშირის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ზუსტად ამისთვის ზიან ეს ბიჭები დღეს ციხეში, რომ უნდათ თავისუფლება, დემოკრატია, ევროპული მომავალი". - ამბობს რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და TV პირველთან.

ამ დროისთვის, აქციებზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

კომენტარები