ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვაშინგტონის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა". - წერია განცხადებაში.
"ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს ამ რთულ პერიოდში" - წერს ქართული ოცნების საგარეო უწყება.
30 იანვარს ვაშინგტონში რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
აშშ-ს არმიასა და American Airline-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, Black Hawk-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე 3 ჯარისკაცი, American Airlines-ის თვითმფრინავზე კი 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონში კანზასის ქალაქ ვიჩიტადან მიფრინავდა, სამხედრო ვერტმფრენი კი ვირჯინიაში ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.