მამუკა ხაზარაძე

გეგელია: საქართველოს ეროვნული ინტერესის ნაწილია, რომ ეკონომიკური სისტემა გადარჩეს

ჩვენ ვიყავით ვაშინგტონში იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ინტერესები გველობირებინა. არაფერი სხვა და ბუნებრივია, არავინ სხვა ჩვენ არ გვილობირებია. ჩვენ თუ რამე ვალობირეთ, ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი და დემოკრატიული პროტესტის ინტერესი. იმ პროტესტის რომლის ნაწილიც ჩვენ თვითიონ, ყველა დღის და ყველა ღამის განმავლობაში ვიყავით, ვართ და ვიქნებით უკვე აი, 60 დღეზე მეტია.

რაც შეეხება ბიზნესის კომპონენტს, მამუკა ხაზარაძის გზავნილი, რაც გუშინ დაფიქსირდა [...]

საქართველოს ეროვნული ინტერესის ნაწილი არის ის, რომ ეკონომიკური სისტემა გადარჩეს. ეკომნომიკური სისტემა თუ ვერ გადარჩა, ბიზნესები თუ ვერ გადარჩა, დასაქამებული ადამიანები თუ ვერ გადარჩნენ, ვერაფერი სხვა ამ ქვეყანაში ვერ გადარჩება და არაფერ სხვას აზრი არ ექნება. ადამიანების გარეშე პროცესი წარმოგიდგენიათ? მე არა! ადამიანების გარეშე პოლიტიკური ცვლილება წარმოგიდგენიათ? [...]

ცოტათი მეღიმება, როდესაც დღეს ვისმენთ, რომ თურმე მამუკა ხაზარაძე ლობირებდა რაღაც სხვას და სხვები მუშაობდნენ სანქციებზე. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში, TV პირველის ეთერში.

კომენტარები