კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამბოხებულებთან შეტაკებისას 13 ჯარისკაცი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულებთან შეტაკებისას სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალების (SADF) 13 ჯარისკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, M23-ის აღმოსავლეთ კონგოში მდებარე, ქალაქ გომას აეროპორტის მიმართულებით ნაღმმტყორცნები ისროლეს, რასაც სამი სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან მდებარე ყველაზე დიდ ქალაქ გომაში დღეს, 28 იანვარს შევიდნენ - გაეროს ცნობით, ამბოხებულებს ეხმარებოდნენ, სულ მცირე, რამდენიმე რუანდელი ჯარისკაცი.

გამოცემა Reuters-ის შეფასებით, ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ათზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ყველაზე მკვეთრი ესკალაციაა.

კომენტარები