არჩევნების შემდგომი გარემო საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა მიდის ავტოკრატიისკენ და ამ არჩევნების შემდეგ სიტუაცია არ უმჯობესდება. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდებისთვის: პირველი, გაათავისუფლონ ის 53 პოლიტპატიმარი, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, რომელთაგან ერთი, ჟურნალისტი, უკვე 16 დღეა, შიმშილობს; მეორე, ყველაფერი, რაც ჩვენ ნოემბრის შემდეგ და ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა, ეჭვქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, გზას უხსნის ამ ასამბლეას და ამ პალატას, რათა წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება ყველა იმ ძალასთან დიალოგისკენ, ვინც უნდა შექმნას და იმუშაოს საქართველოში ახალი არჩევნებისთვის. იმისთვის, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს მთავრობას და ფუნქციონირებდეს პარლამენტი
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ბულაი: მოვუწოდებ, გაათავისუფლონ 53 პოლიტპატიმარი, რომელთაგან 1 ჟურნალისტი 16 დღეა შიმშილობს
tbl.ge/71pa
დაკოპირდა

თქვა ლიბერალ-დემოკრატების (ALDE) ჯგუფის თავმჯდომარემ და PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაპოლიტპატიმრების საკითხიმზია ამაღლობელიმზია ამაღლობელის საქმეიულიან ბულაიaldeALDE ჯგუფიPACEPACE დელეგაციაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




