ინტერპოლმა ISIS-ის და ალ შაბაბის წევრობის ბრალდებით, აღმოსავლეთ აფრიკაში 37 ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
ინტერპოლის და აფრიპოლის ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარებული, ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში უწყებებმა კენიაში 17 ადამიანი დააკავა - მათ შორის ორი ISIS-ის წევრი და რამდენიმე უცხოელი ტერორისტი.
ასევე, პოლიციამ კონგოს რესპუბლიკაში მოკავშირე დემოკრატიული ძალების (ADF)-ის 4 წევრი დააკავეს ორ თანამძრახველთან ერთად.
უწყებებმა ოპერაციის ფარლგებში ამოიღეს მძიმე და მსუბუქი იარაღი, ასევე გაანადგურეს სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობები.
სომალიში ხელისუფლებამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის იყვნენ ალ-შაბაბის "ამნიიატის" დანაყოფის წევრები, რომლებიც მანამდე სამართალდამცავებისა და სამხედროების წინააღმდეგ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილებებს ამონტაჟებდნენ - კიდევ ერთი დაკავებული ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე ალ-შაბაბის ოპერატიული წევრი წევრი იყო სავარაუდოდ, თავს დაესხა პოლიციის რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხელყუმბარით.





