ტერორიზმი აფრიკაში

სენეგალის პოლიციამ 900 ადამიანი დააკავა

AFP

სენეგალის პოლიციამ რეიდების შედეგად 900 ადამიანი დააკავა. რეიდები ბურკინა-ფასოსა და მალიში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში განხორციელდა.

სამართალდამცავების თქმით, დაკავებულები უსაფრთხოების მიზნით დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მალიში და ბურკინა-ფასოში რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანზე თავდასხმები მოხდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა ისლამისტებმა აიღეს. თავდასხმების შემდეგ კი რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

კომენტარები