ტერორიზმი აფრიკაში

საფრანგეთმა საჰელში ერთერთი წამყვანი ტერორისტის ალი მაიჩოუს სიკვდილი დაადასტურა

État-major des armées

საფრანგეთის სამხედრო ძალებმა მალის ჯარების და აშშ-ის დახმარებით საჰელის რეგიონის ერთერთი წამყვანი ტერორისტი ალი მაიჩოუ მოკლეს. ოპერაცია 8 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. 

მაიჩოუ დასავლეთ აფრიკაში ალ ქაიდას მოკავშირე ტერორისტული დაჯგუფების ჯამაათ ნუსრათ ალ ისლამ ვალ მუსლიმინის (JNIM) მეორე წამყვანი პირი იყო.

აფრიკის საჰელის რეგიონში ტერორისტული თავდასხმების დიდი ნაწილი სწორედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებაზე მოდის, რომელიც 2017 წელს ჩამოყალიბდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დაჯგუფების დეზორგანიზება მოხდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ განადგურდება," - თქვა პერლიმ

ივლისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ალი მაიჩოუ საერთაშორისოდ ტერორისტების სპეციალურ სიაში შეიყვანა. მაიჩოუს არაერთ JNIM-ის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს. ტერორისტულ დაჯგუფებაში მას ოპერაციული აქტივობების როლი ჰქონდა, ეწეოდა რეკრუტირებას.

აგვისტოში გაერომ ის ალ ქაიდასთან დაკავშირებული პირების სანქციების სიაში შეიყვანა. 

JNIM აშშ-ის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ერთერთია. JNIM პასუხისმგებელია მალისა და საფრანგეთის ჯარებსა და ასევე გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმაზე. 

კომენტარები