რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ზელენსკის შეხვდა

ZelenskyyUA/X

დღეს, 25 იანვარს, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ამის შესახებ პრეზიდენტები საკუთარ X-ზე წერენ. მათი თქმით, მათ რეგიონში მიმდინარე ვითარება განიხილეს და რუსეთის შანტაჟისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ისაუბრეს. 

ზელენსკის თქმით, დიალოგი, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობასა და სოციალური პრობლემების გადაჭრაზე ჰქონდათ. მან რუსეთისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მაია სანდუს, უკრაინის ჭეშმარიტ მეგობარს, დღეს კიევში. ჩვენს რეგიონში მიმდინარე ვითარებაზე სიღრმისეული დიალოგი გვქონდა. 

ჩვენი მეზობლები სერიოზული და არასტაბილური ვითარების წინაშე დგანან და მისი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია. ეს მოიცავს ენერგეტიკის სექტორსა და მრავალ სოციალურ პრობლემას, რომელსაც ჩვენი საერთო მტერი არამარტო მოლდოვის, არამედ მთლიანი რეგიონის წინააღმდეგ იყენებს. უკრიზისო მოლდოვა, სხვა რაღაცებთან ერთადაც, ჩვენი უსაფრთხოებაც არის. 

ერთად უნდა ვიმუშაოთ, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ და ერთობლივი გადაჭრის გზები უნდა ვიპოვოთ, რომლებიც ხალხს დაეხმარება". - წერს ზელენსკი. 

გარდა ამისა, სანდუს თქმით, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა რეგიონული უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და EU-ში გაწევრიანების პროცესი განიხილეს. 

"პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. რეგიონული უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის კავშირები, ვაჭრობა და ევროკავშირში გაწევრიანება განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და რუსული შანტაჟისთვის წინააღმდეეგობის გაწევას. უკრაინის სოლიდარობისთვის მადლიერი ვარ". - წერს სანდუ.

კომენტარები