ნეშვილში, ანტიოხის საშუალო სკოლაში ოთხშაბათს, 22 იანვარს, სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც ერთი მოსწავლე გარდაიცვალა და კიდევ ერთი დაშავდა, ინფორმაციას ნეშვილის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
ნეშვილის პოლიციის წარმომადგენლის, დონ აარონის განცხადებით, 17 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ასევე ანტიოხის სკოლის მოსწავლე იყო, თავდასხმის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის თქმით, მკვლელის ვინაობა გარკვეულია და მისი სახელი სოლომონ ჰენდერსონია.
ნეშვილის პოლიციის უფროსმა, ჯონ დრეიკმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა 16 წლის მოსწავლეს, ჯოსელინ ქორია ესკალანტეს, სკოლის კაფეტერიაში უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. შედეგად, ჯოსელინი გარდაიცვალა.
ნეშვილის პოლიცია, ფედერალური და შტატების უწყებები თავდასხმის მოტივის დასადგენად, 17 წლის სოლომონ ჰენდერსონის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ "შემაშფოთებელ პოსტებს" იკვლევენ.





