სროლა აშშ-ს სკოლაში

ექვსი წლის ბავშვმა, რომელმაც აშშ-ში მასწავლებელს ესროლა, დედის იარაღი გამოიყენა

პოლიციის ცნობით, აშშ-ში ექვსი წლის ბავშვმა მასწავლებელს დედის კანონიერად შეძინილი იარაღით ესროლა. 

9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვირჯინიის პოლიციამ თქვა, რომ ბავშვმა პისტოლეტი სკოლაში ზურგჩანთაში მიიტანა.

7 იანვარს 6 წლის ბავშვმა გაკვეთილზე თავის მასწავლებელს, აბიგაილ ები’ ზვერნერს განზრახ ესროლა. პოლიციის თქმით, მასწავლებელი "ნამდვილი გმირია", რადგან მან თავისი მოსწავლეების საკლასო ოთახიდან გაყვანა მოახერხა. 

25 წლის აბიგაილ ზვერნერი საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები