სროლა აშშ-ს სკოლაში

აშშ-ში სკოლის დირექტორი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 6 წლის ბავშვმა მასწავლებელს ესროლა

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში სკოლის დირექტორმა სამსახური მას შემდეგ დაკარგა, რაც 6 წლის მოსწავლემ საკუთარ მასწავლებელს ესროლა.

მასწავლებლის, აბიგაილ ები ზვერნერის ადვოკატმა განაცხადა, რომ აპირებს, დირექტორს უჩივლოს. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში სკოლის საბჭომ დირექტორი, ჯორჯ პარკერი გაათავისუფლა. 

25 წლის აბიგაილ ზვერნერი საავადმყოფოდან გასულ კვირას გაწერეს.

25 იანვარს მასწავლებლის ადვოკატმა თქვა, რომ  "სროლის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი იყო".

6 იანვრის სროლამ ბევრი კითხვა გააჩნია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსგავს დანაშაულს და, რაც მთავარია, ვისთვის. 

"იმ დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, სამ სხვადასხვა დროს სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა გააფრთხილეს იმის შესახებ,  რომ ბიჭს სკოლაში იარაღი ჰქონდა და ხალხს ემუქრებოდა". - თქვა ადვოკატმა, დაიან ტოსკანომ.

პოლიციის ცნობით, აშშ-ში ექვსი წლის ბავშვმა მასწავლებელს დედის კანონიერად შეძინილი იარაღით ესროლა.

9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვირჯინიის პოლიციამ თქვა, რომ ბავშვმა პისტოლეტი სკოლაში ზურგჩანთაში მიიტანა.

7 იანვარს 6 წლის ბავშვმა გაკვეთილზე თავის მასწავლებელს, აბიგაილ ები’ ზვერნერს განზრახ ესროლა. პოლიციის თქმით, მასწავლებელი "ნამდვილი გმირია", რადგან მან თავისი მოსწავლეების საკლასო ოთახიდან გაყვანა მოახერხა. 

კომენტარები