22 იანვარს, სასამართლომ ორ უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ 20 იანვარს დაკავებული, 155-ე მექანიზირებული ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დმიტრი რიუმშინს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სამხედრო მაღალჩინოსანს ალტერნატივად 90 მილიონი გრივნის გადახდა შესთავაზეს, რაზეც ეჭვმიტანილმა უარი თქვა.
გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა დაქვემდებარებულების მასიური წასვლა დაუშვა.
რამდენიმე შემთხვევა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდა – ბრიგადა წვრთნას საფრანგეთში გადიოდა. სამხედროების თვითნებურ წასვლას ადასტურებს ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო ინსტურქტორი.
პოლტავის რაიონულმა სასამართლომ, თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსანს, ალექსანდრ ლიევს 52-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ლიევი პატიმრობაში 14 მარტამდე იქნება, ეჭვმიტანილს პატიმრობის დატოვება 9 მილიონი გრივნის გადახდის შემთხვევაში შეეძლება.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ლიევმა 1.5 მილიარდი გრივნა გაფლანგა, თანხით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვები უნდა შეეძინათ.
გარდა ამისა, გამოძიების სახელმწიფო ბიურო 2025 წლის 14 იანვარს, ფრონტზე 200 უხარისხო ტყვიამფრქვევის მიწოდებაში ადანაშაულებს.