რუსეთი

პუტინის აზრით, დღეს რუსეთის მთავარი გამოწვევა დემოგრაფიული საკითხია

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის აზრით, ამჟამად რუსეთში ყველაზე დიდი გამოწვევა დემოგრაფიული საკითხია. ამის შესახებ მან ახალი პროექტების ხელშეწყობის სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს დამკვირვებელი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"მინდა აღვნიშნო ფუნდამენტური რამ, რაც, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია თქვენი ინიციატივების განხორციელებისას - პირველ რიგში, დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, პირველ რიგში, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია." - თქვა პუტინმა.

კომენტარები