ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომლებიც შემოედინებოდა უცხოური ქვეყნებიდან, არამედ აქ საუბარი იყო პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში, რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, რაც ხელის გულზე დევს.
ჩვენ ვნახეთ, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების 4 ჩავარდნილი მცდელობა და ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის, ამერიკული დაფინანსება. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თქვენ ასევე გახსოვთ, დისკუსია გამჭვირვალობის გარშემო, მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად, რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ უპირისპირდება და საიდან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ, არავითარი განსხვავება არ აქვს.





