ეს ხელწერაა ზოგადად შესაბამისი ძალების. ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს მათ შორის, თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად, ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, მაგალითად, იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე და შემდეგ, დღეს უკვე ახარჯინებენ ამ მოპარულ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის. ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე
კობახიძე ბაჩიაშვილზე: შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ, რომ ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული
tbl.ge/71ib
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- კობახიძე ბაჩიაშვილზე: კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ
- ყველა საქმე არის დასრულებული, მათ შორის, მშობლების წინააღმდეგ - ბაჩიაშვილის ადვოკატი
- ივანიშვილმა ბაჩიაშვილი მას მერე გაათავისუფლა, რაც მისგან ბიტკოინები მიიღო
- გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია
- კობახიძე ქემოკლიძეზე: მნიშვნელოვანია ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა




