დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მექსიკის პრეზიდენტი ტრამპზე: ყურეს რაც უნდა დაარქვას, მთელი სამყაროსთვის ის მექსიკის ყურეა

მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის სახელის დარქმევის ბრძანებას ეხმაურება

"ამერიკის სახელით, რაც უნდა თქვას. [...] მან თქვა, რომ ამერიკის კონტინენტურ შელფზე მექსიკის ყურეს დაარქმევს. ჩვენთვის ის მაინც მექსიკის ყურეა და მთელი სამყაროსთვის კვლავ მექსიკის ყურეა" – ამბობს შეინბაუმი. 

პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ბრძანებას 21 იანვარს მოაწერა ხელი. ტრამპმა ხელი ასევე მოაწერა ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ძველი სახელი, მაკკინლის მთა დაუბრუნდეს. 

"ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე და რომელიც მთელი სამყაროსგან მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს. [...] ძალიან მალე, ჩვენ მექსიკის ყურის სახელს შევცვლით ამერიკის ყურით და მაკკინლის მთას დავუბრუნებთ დიდებული პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს, სადაც მისი ადგილია" – თქვა ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები