ეს მიმართულია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ საქართველოსი. იმიტომ, რომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური შანტაჟია. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ Deep State-ზე ისაუბრა, ამ თემაში უფრო ღრმად შევიდა, გაშალა და საზოგადოებისთვის ბევრი დამატებითი დეტალი ცნობილი გახადა, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ და გაენადგურებინათ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილი და საქართველო დასაჯონ და მასაც და ქვეყანასაც პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ [...]
როგორც ჩანს, მათ ეს ადამიანი ვერ გაიცნეს. აზრი არ აქვს. თავის დროზე, მან თავისი სამშობლოსთვის საკუთარი თავი გადადო. ბუნებრივია, ფულით დაშანტაჟება მასთან ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.