ზუგდიდის სასამართლომ ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები - პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
ესებუა და სიჭინავა ზუგდიდში 16 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ფეიერვერკები ისროლეს.
გამოცემა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ესებუა და სიჭინავა სამართალდამრღვევებად რეჟიმის მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით ცნო, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
იმავე ადგილას მარიამ სიჭინავა იქამდე 13 იანვრის ღამეს დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობის გამო. იგი 15 იანვარს 5 000 ლარით დააჯარიმეს.