საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება და თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები, მე ეს ყველას მინდა შევახსენო.
რაც შეეხება თვითონ საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს. მე მინდა შეგახსენოთ, რა არის ეს დანაშაულები - მათ შორის, ამ დანაშაულთა ნაწილი, დიდი ნაწილი, აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს - ეს არის ადამიანების მკვლელობა, ეს არის ადამიანების წამება, ეს არის ბიზნესის რეკეტი, ეს არის არჩევნების გაყალბება, ეს არის 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, საჭიროა, რა თქმა უნდა, სიღრმისეული გამოძიება.
ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება გამოყენებული შესაბამისი ზომების გატარება, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით.