2025 წელს გარდაცვლილები

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტო: Josh Telles

16 იანვარს 78 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, მუსიკოსი და მსახიობი, დევიდ ლინჩი გარდაიცვალა.

დევიდ ლინჩი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ფილმები, როგორიცაა ლურჯი ხავერდი (Blue Velvet), მულჰოლანდ დრაივი (Mulholland Drive), საშლელთავა (Eraserhead), გულით ველურნი (Wild at Heart), ადამიანი-სპილო (The Elephant Man).

რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ლინჩმა 2024 წელს გაამხილა, რომ მას ემფიზემის დიაგნოზი დაუსვეს. Sight & Sound-ის ჟურნალთან ინტერვიუში ლინჩმა თქვა, რომ კოვიდის შიშისა და ემფიზემის დიაგნოზის გამო ვეღარ ტოვებდა სახლს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ რეჟისორობას დაუბრუნდებოდა, ეს მხოლოდ დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი.

Deadline-ს ინფორმაციით, ლინჩს ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო სახლში დატოვება მოუწია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

კომენტარები