დავით გედენიძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით დეკემბერში დააკავეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლა.
"არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოწმეების დაკითხვა იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და იმდენად უაზრო ასე ვთქვათ, ილაპარაკეს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან არაფერი მსგავსი მე არ გამიკეთებია, რასაც მოწმეები იძახდნენ. ამიტომ, რავიცი, კმაყოფილი ვარ ძალიან. არ ველოდი, მაგრამ, როგორც მე გამასამართლეს, ისე უნდა იყვნენ სხვებიც, რადგან, როგორც არის ჩემი ძმა (გუშინწინ დააკავეს), მასაც რაღაცებს აბრალებდნენ, მაგრამ მოვა დრო და გამოვლენ. და ეს მოსამსართლეები, როგორც დღეს, სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამის მერე." - თქვა გედენიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ TV პირველთან კომენტარში.