გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთთან შეხვედრის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო მეგობრად დარჩება.
"პატივი იყო, მიმეღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის წევრი, მიხაელ როთი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს მიმდინარე ორმაგი კრიზისი – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობებში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს საიმედო მეგობრად". - წერს ფიშერი.