გიორგი გახარიაზე თავდასხმა

ომბუდსმენი: სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარეთ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ლევან იოსელიანი "გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს. ის მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოიპოვონ ვიდეოჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა".

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს "მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული".

გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაესხნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები