ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 14 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.56 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.3 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8448 ლარია, ერთი ევროსი - 2.9182 ლარი. აღსანიშნავია, რომ 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.86 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები