უსამართლო სასამართლო არის სამართლიანობის მკვლელობა კანონის სახელით. ესაა ადგილი, სადაც სიმართლე იდევნება, ხოლო ბოროტება სამართლის ნიღბით იმოსება. ასეთი სასამართლო ღვთის სამართლის უარყოფაა, რადგან "სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება დგანან შენ წინაშე". (ფსალმ. 88:14)
უსამართლო მსჯავრი ეკლესიის, საზოგადოების და მთელი კაცობრიობის სულიერი ჭრილობაა, რომლის წინაშეც დუმილი ბოროტებასთან თანამონაწილეობას ნიშნავს.
ნუ უღალატებთ სიმართლეს, რადგან მასზე დგას ყველაფერი! – ეს არის ჩვენი რწმენისა და სამოქალაქო ღირსების ძირითადი მოთხოვნა.