ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 13 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.18 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.19 თეთრით. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8292 ლარია, ერთი ევროსი - 2.8852 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები