ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს.
როგორც განცხადებაშია ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, დახმარება მიმართული იქნება უკრაინასა და მოლდოვაში მნიშვნელოვან ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერისკენ.
კერძოდ, 140 მილიონი ევრო გამოიყოფა ჰუმანიტარული პროექტებისთვის უკრაინაში. რაც მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარების, საკვების, თავშესაფრის, სასმელი წყლის, ჯანდაცვისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებისკენ.
დაფინანსების მთავარი პრიორიტეტი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე, ომით მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებაა.
8 მილიონი ევრო კი მოხმარდება მოლდოვაში მიმდინარე ჰუმანიტარულ პროექტებს. მხარდაჭერა მიმართული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოველი მასპინძლების დახმარებაზე, როგორც ფინანსურ, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომისთვის.