ამჟამად სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრია და ამ ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა, ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან სომხეთში 2024 წლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პარალელური პროცესია. ჩვენი [სომხეთის] ამოცანაა არა ამ დღის წესრიგის განხილვა, არამედ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის გაზრდა. სომხეთმა უნდა გაზარდოს თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეყანა EAEU-ში თუ ევროკავშირში“ - თქვა პაპოიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 9 იანვარს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობის წევრებმა დაამტკიცეს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ახალ ეტაპზე გადაიყვანს.





