ევროკავშირმა და სომხეთმა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერევანში გამართულ კონფერენციაზე გამოაცხადეს.
"ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროკავშირისა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი ნამდვილად თვალსაჩინოა. ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები იწყება, გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility) ფარგლებში იქნა მიღებული, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ" - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ცნობისთვის, გადაწყვეტილება სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების შესახებ ევროკავშირმა მიმდინარე წლის 22 ივლისს მიიღო.
"[დიალოგი] შეეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრებს, არალეგალური მიგრანტების უკან მიღებას, ასევე შეეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხსაც. აქ არის ასობით გვერდი, რაც უნდა შეასრულოს სომხეთმა და ამას წლები დასჭირდება" - წერდა რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი.





