ვფიქრობ, [აშშ-ს] სანქციები [ქართული ოცნების წინააღმდეგ] ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გაძლიერდება, ისე, როგორც ეს ირანის შემთხვევაშია- მაქსიმალური წნეხი. მჯერა, რომ სანქციები გამკაცრდება.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სხვაც გავითვალისწინოთ. მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მარკო რუბიო და მისი ოჯახი კუბიდან საბჭოთა იმპერიას გაექცნენ. გვეყოლება სახელმწიფო მდივანი, რომელიც კარგად იცნობს და რომელსაც კარგად ესმის საბჭოთა სტილის მთავრობა, რომელიც ახლა ჰავანაშია. მან კარგად იცის, რა არის თავისუფლება და დემოკრატია, ის ამის ნამდვილი ჩემპიონია.
ასევეა მაიკ უოლციც, პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ისიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე დგას. ასევე ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაეროში ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს.
დონალდ ტრამპის მიერ, ყველა ამ ადამიანის დანიშვნა მიანიშნებს, რომ ის იმუშავებს რონალდ რეიგანის ტრადიციების მიხედვით - მშვიდობა სიძლიერით. Საქართველოს წინსვლასა და თავისუფლებას ვუსურვებ.