რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მედია: გერმანია 2025-ში უკრაინას Leopard-ებსა და Patriot-ის გამშვებ დანადგარებს გადასცემს

უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის Leopard 2A4
სოციალური მედია

გერმანული ტელეარხ N-TV-ის ინფორმაციით, გერმანია ემზადება, რომ უკრაინას დიდი ზომის სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცეს, რომლის უკრაინისთვის მიწოდებაც, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში მოხერხდება.

ტელეარხი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ახალი სამხედრო პაკეტი 22 ერთეულ Leopart 1-ის ტანკს, 25 ერთეულ Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მორიგ Iris-T SLM/SLS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს.

ამასთანავე, N-TV-ის ცნობით, უკრაინა 16 ჰაუბიცას, 2 დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარს, Gepard-ის საზენიტო დანადგარს მიიღებს.

"უკრაინა ასევე მიიღებს 3 500 შეიარაღებულ დრონს Helsing-ისგან, 6 ერთეულ Sea-King-ის ვერტმფრენს, და 250 000 საარტილერიო ჭურვს". - ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები